ამ გვერდის ამობედვა

"უკრაინამ F-16-ების გამოყენება, შესაძლოა, მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყოს"- ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინამ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენება, შესაძლოა, 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყოს.

მისი თქმით, გასათვალისწინებელია წვრთნებისა და ინფრასტრუქტურის მომზადების დრო.

 

„ვიტყოდი, რომ F-16-ების ფრონტზე გამოჩენა მომავალ გაზაფხულზე შეიძლება მოხდეს, რადგან დავიწყეთ ჩვენი მფრინავების, ინჟინრებისა და ტექნიკოსების მომზადების კურსები“, - განაცხადა მინისტრმა.

 

მისი თქმით, უკრაინაში თვითმფრინავების გამოყენებისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის მომზადება.

 

„ამას მინიმუმ ექვსი თვე და შესაძლოა, ცოტა მეტიც დასჭირდეს“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.

 

მინისტრი დარწმუნებულია, რომ F-16-ების ფრონტზე გამოჩენას ომში „თამაშის წესების შეცვლა“ შეუძლია.

 

„ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსეთის დომინირება ცაში, ბრძოლის ველზე. F-16-ები თვითმფრინავი გახდება საჰაერო თავდაცვის ნაწილი. ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი შესაძლებლობები ცაზე, რათა დავიცვათ საჰაერო სივრცე ანუ ჩვენი ქალაქები. ჩვენთვის ეს დიდი გარღვევა იქნება, ძალიან დიდი“, - განმარტა რეზნიკოვმა.

წაკითხვა 171 ჯერ