ამ გვერდის ამობედვა

"ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და მისი ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას"

ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და მისი ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას. ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპულ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების გატარება, - ამის შესახებ აშშ-ევროკავშირის სამიტის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ვაშინგტონში გამართული აშშ-ევროკავშირის სამიტის მთავარ თემას ისრაელ-„ჰამასის“ ომი წარმოადგენს, თუმცა მხარეებმა სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს.

 

„ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და მისი ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთობლივ ვალდებულებას დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობის მიმართ და მხარდაჭერას რეგიონში ევროკავშირის პერსპექტივის მიმართ. ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპულ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების გატარება“, - აღნიშნულია აშშ-ევროკავშირის სამიტის განცხადებაში.

წაკითხვა 151 ჯერ