"დაღესტანში მომხდარი მოვლენები უკრაინის და დასავლეთის ქვეყნების ინსპირირებულია"- პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაღესტანში მომხდარი მოვლენების ინსპირირებაში უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები დაადანაშაულა. პუტინმა ამის შესახებ ნოვო-ოგრიოვოში ძალოვან უწყებებთან გამართულ თათბირზე განაცხადა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
„მახაჩყალაში მომხდარი მოვლენები ინსპირირებულია მათ შორის სოციალური ქსელებით. და ეს უკრაინის ტერიტორიიდანაც ხდებოდა. ამ პროცესში დასავლეთის ქვეყნების აგენტურული ქსელი მონაწილეობდა. საზიზღრობაა რა მოკლედ, სხვანაირად ვერ ვიტყვი“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, კიევის რეჟიმი თავისი მფარველების ხელმძღვანელობით რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს.
„ისევ ძალიან მიკვირს კიევის რეჟიმის და მისი მფარველების, რომლებიც ოკეანეს მიღმა იმყოფებიან. მათ უკვე აიყვანეს პოსტამენტზე ბანდერა და ჰიტლერის სხვა თანამებრძოლები. ხედავთ როგორ უკრავს ტაშს უკრაინის ხელისუფლება მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ნაცისტებს, რომლებმაც ჰოლოკოსტის მასობრივი მკვლელობები ჩაიდინეს. დღეს კი დასავლელი მფარველების ხელმძღვანელობით ისინი რუსეთში დარბევების ინსპირირებას ცდილობენ. ისე მე ეჭვი მეპარება, შესაძლოა, ამის შესახებ აშშ-ის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში არც კი იცოდნენ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის ყველა რეგიონის ხელმძღვანელმა, სამართალდამცველი ორგანოების და სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად ყველა აუცილებელი ზომა უნდა მიიღონ, რათა „რუსეთში ეროვნებათშორისი და რელიგიათაშორისი თანხმობა იყოს შენარჩუნებული.
სიახლეები
- "არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს, ან ერთია ან მეორე"
- "სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებას არცერთ სხვა ქვეყანას არ დაეკითხება" - ნიკოლ ფაშინიანი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 მაისისთვის
- ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
- უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა