ამ გვერდის ამობედვა

ისრაელ-ჰამასის ომს, სულ მცირე, 83 ჟურნალისტი ემსხვერპლა - CPJ

ისრაელ-ჰამასის ომის შედეგად, სულ მცირე, 83 ჟურნალისტი დაიღუპა. ინფორმაციას ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაღუპულთაგან 76 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი იყო.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 16 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 25 კი დაკავებულად.

კომიტეტი იძიებს მედიის წარმომადგენელთა დაკავებისა და მუქარის შემთხვევებსაც. ასევე, დაუდასტურებელ ცნობებს მედიის ოფისებსა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.

წაკითხვა 102 ჯერ

სიახლეები