ამ გვერდის ამობედვა

"ამ შემთხვევაში, ეს უფრო მართებულია: თქვენ ავად ხართ" - მარია ზახაროვა გიორგი გაბუნიას პასუხობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ქართველი ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მისამართით ნათქვამ სიტყვებს სერგეი ლავროვის სიტყვების ციტირებით უპასუხა.

„ამ შემთხვევაში, ეს უფრო მართებულია: თქვენ ავად ხართ, გოგონებო ”, - განაცხადა ზახაროვამ.

 

ცნობისათვის, მიმდინარე წლის თებერვალში სერგეი ლავროვმა ქართველი ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას არ უპასუხა და მათ „ავადმყოფი გოგონები“ უწოდა.

წაკითხვა 506 ჯერ