ამ გვერდის ამობედვა

დედამთილის მეშინოდა, გიჟს მეძახდა - ნეკა დოროყაშვილი

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქოლოგის მარინა მათიაშვილის განცხადებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის კვლევისას მისი მდგომარეობა ფსიქოლოგიურ ტანჯვად შეფასდა. 

მისივე ინფორმაციით, დოროყაშვილი დედამთილთან ურთიერთობის პრობლემებზე საუბრობდა და ამბობდა, რომ მისი ეშინოდა. ამის შესახებ მათიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მოწმის სახით ჩვენება მისცა.

 

"დედამთილთან თავიდან კარგი ურთიერთობა მქონდა, თითქმის მეგობრული. მაგრამ პირველივე თვეებში მიხვდი, რომ ჩემი პიროვნული მიუღებლობა ჰქონდა, ჩემი ყველაფრისგან განრიდება ხდებოდა და ნიკას განრიდება ჩემგან. ფეხმძიმობის პერიოდში ხშირი იყო "მეგობრული" შეგონებები - მშობიარობის შემდეგ ქალის ფსიქიკა ლაბილურია და ხშირად გიჟდებიანო, ეს გამონათქვამები კონკრეტულად მე მეხებოდა, ბოლოს, სრულიად კატეგორიული ფორმა მიიღო, მეუბნებოდა - გიჟი ხარო. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ დედამთილის მეშინოდა, მაგრამ თავაზიანად ვიქცეოდი, ბავშვი მცირეწონიანი დაიბადა, მაგრამ ჯანმრთელი, ამაზე მსაყვედურობდა - შენ ისიც გეყოფა, უდღეური ბავშვი რომ გააჩინე, ვერსად ვერ ვამბობ ამასო, რომ შევეპასუხე, უზრდელი ხარო. ეს ყველაფერი ჩემი და ნიკას ურთიერთობაზე აისახა. 2016 წლიდან ძალადობის ფორმები დამძიმდა, 2017 წლიდან ძალიან აგრესიული სახე მიიღო", - აცხადებს ნელი დოროყაშვილი ფსიქოლოგთან, რომლის ჩვენებასაც "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

წაკითხვა 557 ჯერ