ამ გვერდის ამობედვა

ვინ არის 30 წლის უკრაინელი პოლიტიკოსი, რომელთანაც მიხეილ სააკაშვილს სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებს

ელი­ზა­ვე­ტა (ლიზა) იას­კო - და­ბა­დე­ბუ­ლი 1990 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს - ვკი­თხუ­ლობთ ქა­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ერთი სა­ა­თის წინ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. მი­ზე­ზი კი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დეო გახ­ლდათ, სა­დაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ვი­დე­ო­ში ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობს:

"მე და ლი­ზამ გა­დავ­წყვი­ტეთ შე­ვა­ტყო­ბი­ნოთ ყვე­ლას, რომ ჩვენ ვართ ერ­თად. ჩვენ ვი­წყებთ ახალ ცხოვ­რე­ბას, ვქმნით ახალ ოჯახს. მოხ­და ისე, რომ მე მქონ­და ძა­ლი­ან მა­გა­რი ცხოვ­რე­ბაც, წარ­სუ­ლიც. ისე გა­მო­ვი­და, რომ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა წინა ურ­თი­ერ­თო­ბი­სა, რომ­ლის­თვი­საც მად­ლო­ბე­ლი ვარ ყვე­ლა­სი. ამა­ზე ვფიქ­რობ ბევ­რს, მაგ­რამ მე და ლიზა ვართ ერ­თად. ჩვენ გვაქვს ერ­თობ­ლი­ვი ოჯა­ხი და გვინ­და, რომ ყვე­ლას უსურ­ვოთ ბედ­ნი­ე­რე­ბა".

 

ლი­ზას მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დეო შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ყვე­ლა­ზე ერ­თგუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­თვი­საც. უც­ნა­უ­რია, რა­ტომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ახლა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბი­დან ერთ სა­ათ­ში. აქვე გე­ტყვით, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ერთი კვი­რის წინ სან­დრას­თან და ნი­კო­ლოზ­თან ერ­თად სა­ბერ­ძნეთ­ში ის­ვე­ნებ­და. მა­შინ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი უწერ­დნენ რომ ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დათ მი­შა­სი და სან­დრას ისევ ერ­თად და­ნახ­ვა. 

 
 

ლიზა უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, კულ­ტუ­რულ საქ­მე­თა ექ­სპერ­ტი და კი­ნოპ­რო­დი­უ­სე­რია. 2019 წლის 29 აგ­ვის­ტო­დან ქალი უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლე­სი რა­დის წევ­რი და სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლია ევ­რო­საბ­ჭო­ში.

 
 
 

ლი­ზა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის რო­მან­ზე რუ­სუ­ლი მე­დია ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვის წინ წერ­და. სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობ­დით, რომ წყვი­ლი, ლეს­ნიკ­ში მდე­ბა­რე სა­ა­კაშ­ვი­ლის ფე­შე­ნე­ბე­ლურ სახ­ლში ცხოვ­რობ­და.

მათი პირ­ვე­ლი ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბი ჯერ კი­დევ ივ­ნის­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, თუმ­ცა, ძი­რი­თა­დად გა­და­ღე­ბუ­ლი იყო საქ­მი­ან შეხ­ვედ­რებ­სა და სა­ერ­თო გა­რე­მოც­ვა­ში, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სახ­ლთან, რო­მე­ლიც კი­ევ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს. წყვი­ლი ზა­ფხუ­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ერ­თა­დაა და მათ სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ - წერ­და გა­მო­ცე­მა.

"იას­კომ არა­ერ­თხელ და­ა­ყე­ნა სა­კი­თხი ყი­რიმ­ში უკ­რა­ი­ნუ­ლი ენის და­კარ­გვის საფრ­თხის შე­სა­ხებ, ევ­რო­პა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, რო­გორც თა­ვად კო­მი­სარ­თან, აგ­რეთ­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებ­თან, ვი­საც ეს თემა ეხე­ბო­და. ყო­ვე­ლი ასე­თი ჩარ­თვი­სას, ის სა­ა­კაშ­ვი­ლის კა­ბი­ნეტ­ში იჯდა, უკ­რა­ი­ნულ-ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი წიგ­ნე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კის ფონ­ზე", - წერს გა­მო­ცე­მა, რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, ბოლო დროს მან და სა­ა­კაშ­ვილ­მა არა­ერ­თი ერ­თობ­ლი­ვი ვი­დე­ო­მი­მარ­თაც გა­ავ­რცე­ლეს.

Strana.ua აგ­რეთ­ვე წერს, რომ იას­კომ ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში Covid 19-ის ტესტზე და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მი­ი­ღო, აქე­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში და­ინ­ფი­ცირ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც.

"რის შემ­დე­გაც წყვი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის სახ­ლი­დან სხვა­დას­ხვა ფოტო და ვი­დე­ო­მას­ლას ტვირ­თავ­და ლი­ზას საყ­ვა­რელ ძაღ­ლთან, ჩაკ­რას­თან ერ­თად, რო­მე­ლიც მას იუ­ბი­ლე­ზე აჩუ­ქეს", - წერს გა­მო­ცე­მა, რომ­ლის­ვე ცნო­ბი­თაც, უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტში წყვი­ლის კო­ლე­გე­ბის­თვის ამ რო­მა­ნის შე­სა­ხებ უკვე ცნო­ბი­ლია და "მი­უ­ხე­და­ვად დიდი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბი­სა, ლიზა ბედ­ნი­რე­ბის­გან ანა­თებს".

 

ლი­ზას შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არა­სო­დეს და­უ­დას­ტუ­რე­ბია. პი­რი­ქით, ის პე­რი­ო­დუ­ლად ჩნდე­ბო­და სან­დრა რუ­ლოვსთან ერ­თად. თუმ­ცა წლე­ბია და­დის ჭო­რე­ბი, რომ ისი­ნი ურ­თი­ერ­თო­ბას მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რად ინარ­ჩუ­ნებ­დნენ.

სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტიც, რომ მას შემ­დეგ რაც დი­ლას გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი რე­ა­ლუ­რად ტრუს­კა­ვეც­კი­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გორც ჩანს ეს ვერ­სია მმარ­თველ გუნდს მას შემ­დეგ გა­უჩ­ნდა რაც ლიზა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ტრუს­კა­ვეც­კი­ში მო­ი­ნიშ­ნა.

 

წყარო

წაკითხვა 478 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 02 2021

სიახლეები