ამ გვერდის ამობედვა

10 პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტად გაძვირდა

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.8 პროცენტით განისაზღვრა.

 

აგვისტოში 10 ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქციდან 8 სურსათს მიეკუთვნება.

 

TOP-10 პროდუქტი, რომელიც აგვისტოში წლიურად ყველაზე მეტად გაძვირდა:

1. ბადრიჯანი — გაძვირდა 139,2%-ით;

2. კიტრი — გაძვირდა 110,4%-ით;

3. ჭარხალი — გაძვირდა 108,3%-ით;

4. მზესუმზირის ზეთი — გაძვირდა 83%-ით;

5. სტაფილო — გაძვირდა 83%-ით;

6. კომბოსტო — გაძვირდა 80,3%-ით;

7. წიწაკა — გაძვირდა 60,2%-ით;

8. თერმომეტრი — გაძვირდა 58,5%-ით;

9. ატამი — გაძვირდა 57,7%-ით;

10. ლურსმანი — გაძვირდა 53,1%-ით;

წაკითხვა 569 ჯერ