ჩვენი ენერგეტიკული პორტფელი გამდიდრდა - ნათია თურნავა
პრემიერ-მინისტრმა თავის ანგარიშში დარგებიდან განსაკუთრებით გამოყო ენერგეტიკის დარგი, რაც ხაზს უსვამს ენერგეტიკის სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის შესახებ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
"ჩვენი ენერგეტიკული პორტფელი გამდიდრდა ისეთი ახალი, განახლებადი ტექნოლოგიებით, როგორც არის ქარის, მზის, მწვანე წყალბადის ტექნოლოგიები - ამაზე ისაუბრა პრემიერმა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი" - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, მთლიანობაში, პრემიერის ანგარიში იყო ძალიან დეტალური მიმოხილვა იმ შედეგების, რაც მთავრობამ დადო, მათ შორის, ეკონომიკური პოლიტიკაში.
"მთავარი მონაპოვარი არის მშვიდობა, მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა ბიზნესისთვის, მისი თავისუფლება და კარგი საფუძველი იმისა, რომ დასაქმებაზე, სიღარიბის დაძლევაზე ორიენტირებული პოლიტიკა გაძლიერდეს და განხორციელდეს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე