ამ გვერდის ამობედვა

სტალინის ყოფილი სახლი 100 მილიონად იყიდება

მოსკოვში მდებარე სამსართულიან სახლში ეს ბინა თავის დროზე სტალინის საკუთრება იყო.

მერე გენერალს მიხეილ მალინინს უსაჩუქრა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოჩენილი გმირობის გამო. ბინას შენარჩუნებული აქვს პირვანდელი წყობა. დიზაინი შეცვლილია, თუმცა, ბევრი ნივთი დატოვეს ხელუხლებელი.

1-1645259877.jpg

სახლში არის კაბინეტი, სასტუმრო ოთახი, სამზარეულოსთან არსებული სახლის საიდუმლო გასასვლელი, ორი საძინებელი, დახურული სამზარეულო, აბაზანა, სტუმრის ოთახი და დიდი ჰოლი. სახლის საერთო ფართი 204 კვ.მ-ია. ჭერის სიმაღლე 3,5 მ. ფანჯრები ერთდროულად სამ ქუჩაზე გადის.

 

2-1645259897.jpg

სახლი ანტიკვარული ავეჯით არის გაწყობილი, აქვე არის ძველისძველი ძვირფასი ნახატები, საოცარი როიალი, პრინც ვილჰელმის საჩუქარი.

7-1645259929.jpg

სახლი ონლაინ აუქციონზე 7 სექტემბრიდან არის გამოტანილი და შემოთავაზებული ყველაზე მაღალი ფასი 100 მლნ რუსული რუბლია.

8-1645259952.jpg

წაკითხვა 601 ჯერ