ამ გვერდის ამობედვა

ბანკების მიმართ პრეტენზიები გაიზარდა - რა საკითხებზე ედავება მომხმარებელი სექტორს

2022 წლის იანვარ-ივნისში მომხმარებლების მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 13 347 საჩივარი დაფიქსირდა, მაშინ როცა 2021 წლის 6 თვეში ბანკების მიმართ 10 711 საჩივარი დაიწერა.

 

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ივნისის პრეტენზიების ხუთეულში შედიან:

  • მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი - 8 611 განაცხადი;
  • სამომხმარებლო სესხი - 1 466 განაცხადი;
  • საკრედიტო ბარათი - 505 განაცხადი;
  • ინტერნეტბანკი – 414 განაცხადი;
  • იპოთეკური სესხები - 338 განაცხადი.

 

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული პრეტენზიებიდან ყველაზე მეტი - 8 130 განაცხადი ტრანზაქციებზე მოდის; შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 1 900 განაცხადით, მე-3 ადგილზეა ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები 1 139 განაცხადით და ა.შ.

 

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ივნისში 13 347 საჩივრიდან ბანკებმა 9 554 განაცხადი - უსაფუძვლოდ, 2 029 - საფუძვლიანად მიიჩნიეს; 1 742 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს. 22-ის შემთხვევაში კი განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.

 

 

 

წაკითხვა 280 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 09 2022