ამ გვერდის ამობედვა

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით ასეთი გაუფასურებული არ ყოფილა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს, 2 ივნისს, 17 100 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამით ბოლო დღეების განმავლობაში ლარის გაუფასურების ტენდენცია შეიძლება შეიცვალოს.

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ აუქციონზე გატანილი ჰქონდათ 40 მლნ აშშ დოლარი, თუმცა მხოლოდ ნახევარზე ნაკლები გაიყიდა.

 

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით ასეთი გაუფასურებული არ ყოფილა.

 

დღევანდელი მდგომარეობით, 1 დოლარის ღირებულება 2,6396 ლარი იყო. ზუსტად ეს კურსი იყო 23 თებერვალსაც, მას შემდეგ კი ლარი მუდმივად მყარდებოდა 9 მაისამდე. ამ დღიდან ლარის კურსი მერყევი გახდა.

 

ბოლო წლების განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით პირველად არის ასე მყარი. 9 მაისს ერთ დოლარი 2,483 ლარი ღირდა.

წაკითხვა 403 ჯერ