ამ გვერდის ამობედვა

New York Times-ის ახალი რუბრიკაში „მსოფლიო ფოტო-ობიექტივში“ ფარგლებში, ფოტოჟურნალისტი მკითხველს ფოკას და ადგილობრივთა ცხოვრებას აცნობს

New York Times-მა ახალი რუბრიკა „მსოფლიო ფოტო-ობიექტივში“ დაიწყო, რომელშიც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, საქართველოს შესახებ სტატიას A Glimpse Inside The Secluded World of a Georgian Convent აქვეყნებს.

 

სტატიაში აღწერილია სოფელი ფოკა და ადგილობრივთა ცხოვრება.

 

ფოტოჟურნალისტი შავ-თეთრი ფოტოებით ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერს და მონაზონთა ცხოვრებას აღწერს.

 

„ჩვენი ფოტოჟურნალისტები ვირტუალურად პლანეტის ყველაზე ლამაზ ადგილებში გამოგზაურებენ. ამ კვირაში რობერტ პრესუტი საქართველოს რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში გადაღებულ ფოტოებს გაგიზიარებთ“, - ასე იწყება სტატია საქართველოს შესახებ.

 

„მონაზვნების ნაწილი მინანქარსა და მოზაიკებზე მუშაობს, ნაწილი ჯავახურ ტრადიციულ ტექსტილს, ასევე სანთელს, შოკოლადს და თაფლს ამზადებს. მონაზვნები სოფლის მეურნეობაში არიან ჩართულები. მათ შეისწავლეს ყველის მომზადების წესები და 18 სახეობის ყველს ამზადებენ, “ - ნათქვამია სტატიაში.

 

New York Times -ის სტატია საქართველოს შესახებ შემდეგი სიტყვებით მთავრდება: „დღეს, როდესაც სამყაროში თითოეული ჩვენთაგანისთვის ცვლილებები სწრაფად ხდება ეს მონაზვნები მთელი მსოფლიოსთვის მშვიდად ლოცულობენ და უძველეს ტრადიციებს ინარჩუნებენ. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი მემკვიდრეობაა“.

წაკითხვა 636 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 26 2020