ამ გვერდის ამობედვა

არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, 53,6% ხმას კახა კალაძეს მისცემდა - GORBI

საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ცნობილია.

 

კითხვაზე "დღეს რომ ქალაქ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას", გამოკითხულთა 53,6%-მა არჩევანი კახა კალაძეზე, ხოლო 27,7%-მა ნიკა მელიაზე შეაჩერა.

 

კანდიდატთა რეიტინგები ასე გამოიყურება:

 

კახა კალაძე (ქართული ოცნება) - 53,6%;

ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა) - 27,7%;

გიორგი გახარია (საქართველოსთვის) - 6,5%;

გიორგი ლომია (პატრიოტთა ალიანსი) - 3,5%,

ანა ბიბილაშვილი (ლელო) 3,5%;

ანა დოლიძე (ხალხისთვის) - 1,5%;

სხვა კანდიდატები - ჯამში 3,7%.

 

ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა GORBI-მ 10-19 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა. საველე სამუშაოებისას ჯამში 2000 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი ქვეყნის მოსახლეობისთვის +/- 2.5%, თბილისის მოსახლეობისთვის - +/3,4%-ია.

წაკითხვა 378 ჯერ