ამ გვერდის ამობედვა

სწორი არჩევანით ქვეყანა უნდა წავიყვანოთ წინ - გიორგი გახარია

თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია არჩევნებზე მივიდა და საკუთარი ხმა დააფიქსირა.

მან მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ ორი პოლიტიკური ძალა, ერთმანეთს ასაზრდოებს და ამ არჩევნებით უნდა მოხდეს განახლება.

 

"დღეს აშკარაა, განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის შემდეგ, რომ ჩვენ, ყველანი ერთად, საქართველოს მოქალაქეები არჩევანს ვაკეთებთ წარსულსა და მომავალს შორის. განახლებასა და წარსულს შორის. ეს ორი ძალა, გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ასაზრდოებს, ჩვენ წარსულში გვექაჩება. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თითოეული საქართველოს მოქალაქე, გონივრულად და გულით არჩევანს გააკეთებს მომავლისთვის. 

 

მე მინდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს მოვუწოდო, დღეს მივიდეს არჩევნებზე. არავინ არ მოგატყუოთ, ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები. ეს განახლების არჩევნებია და ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით, რას ნიშნავს ქვეყანაში და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ერთპიროვნულმა მმართველობამ. ამიტომ, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს ასაზრდოებს ქვეყანას ექაჩება წარსულში, რა თქმა უნდა, სწორი არჩევანით ქვეყანა უნდა წავიყვანოთ წინ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

წაკითხვა 317 ჯერ