ამ გვერდის ამობედვა

ნიკა მელიამ არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა

თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ არჩევნებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

მედიასთან კომენტარის დროს მან განაცხადა, რომ ქვეყანას განვითარების ახალი, მძლავრი იმპულსი სჭირდება. 

 

"ვისაც არ სურს ამ ქვეყანაში განუკითხაობა გაგრძელდეს, ოლიგარქიული წეს-წყობილება გაგრძელდეს, ვისაც არ სურს ხელისუფლებაში მთავარ დასაყრდენად მიაჩნდეს თითქოს კრიმინალური ავტორიტეტები სინამდვილეში სუს-თან მჭიდრო ბმაში მყოფი ადამიანები, ვისაც არ სურს, ხელისუფლების მთავარი ღერძი უსამართლობა იყოს, ვფიქრობ, ყველა ძალიან მარტივად გააკეთებს არჩევანს

 

ქვეყანაში, რაც არ უნდა ნიჭიერები და პროფესიონალები ვიყოთ გასაქანი არ გვაქვს. ყველანი საარჩევნო უბნებზე, ყველანი იქ, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი უნდა დაიწეროს", - განაცხადა ნიკა მელიამ. 

წაკითხვა 311 ჯერ