ამ გვერდის ამობედვა

დაგიმტვრევ თავ-ყბას თუ უფლება არ გაქვს და ისე იღებ - ინციდენტი ბათუმში საარჩევნო უბანთან

ბათუმის 44-ე საარჩევნო უბანზე საია-ს დამკვირვებელსა და უცნობ პირს შორის დაპირისპირება მოხდა.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო საია-მ გაავრცელა. 

 

ვიდეოში ჩანს, რომ ასოციაციის წარმომადგენელი თემურ ირემაძე უბნის გარე პერიმეტრზე გარკვეული მობილიზების ასახვას ცდილობს. ამ დროს მას უცნობი პირი გზას უღობავს და აგრესიულად მიმართავს, შედეგ კი ართმევს ტელეფონს და 44-ე უბნის მიმართულებით კომისიის თავმჯდომარესთან მიდის. 

 

დაგიმტვრევ თავ-ყბას თუ უფლება არ გაქვს და ისე იღებ” - მიმართავს უცნობი პირი საია-ს წარმომადგენელს. 

 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საიამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

წაკითხვა 316 ჯერ