ცესკოს თავმჯდომარე ევროპარლამენტარებს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე ევროპარლამენტარებს ტომას დეხუვსკის, კორინა კრეცუსა და ვიქტორ ნეგრესკუს შეხვდა.
გიორგი კალანდარიშვილმა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ის სიახლეები გააცნო, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის არჩევნებისთვის განახორციელა. მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორ ემზადებოდა საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დემოკრატიულ, გამჭვირვალე და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ორგანიზებისთვის.
თავის მხრივ ევროპარლამენტარებმა იმედი გამოთქვეს, რომ კენჭისყრის პროცესი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით და კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდება და ქართველი ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს უბნებზე მშვიდ გარემოში დააფიქსირებს.
შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარესა და ევროპარლამენტარებს შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე