ნიკა მელიას ამომრჩეველთან შეხვედრისას კვერცხები ესროლეს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ნიკა მელიას ამომრჩეველთან შეხვედრისას კვერცხები დაუშინეს.
შემთხვევა გლდანულას დასახლებაში მოხდა.
ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი ანა ჭარხალაშვილი ავრცელებს.
"სამარცხვინო მოძლადეები ხართ არ შეგრჩებათ!!! შეხვედრა გვქონდა ხალხთან, ნიკა მელია ესაუბრებოდა ხალხს და ქართული ოცნების ტიტუშკებმა ქვები და კვერცხები ისროლეს მაღალი სართულიდან, დიდი ხნის მანძილზე დაგვყვებოდნენ. ბოლოს ეს დაგეგმეს. საბედნიეროდ, გადავრჩით და ეს ქვები აგვცდა", - წერს ჭარხალაშვილი.
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე