ამ გვერდის ამობედვა

„ლელომ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა

პოლიტიკურმა პარტიამ „ლელო - საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა.

„პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე საზოგადოებას ვთავაზობთ ევროპული სტილის ქართველ პატრიოტს, მამუკა ხაზარაძეს“,- განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.


თავის მხრივ, პრემიერ - მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ქართულ საზოგადოებას სჭირდება ახალი ძალა და კონკრეტული ადამიანები, თუ ვინ განახორციელებს რეფორმებს.


„ჩვენ გვაქვს სერიოზული მისია, რომ ქვეყანაში დავამარცხოთ სიღარიბე, უმუშევრობა და არაპროფესიონალიზმი“, - განაცხადა მამუკა ხარაზაძემ.


ამასთან აღნიშნა, რომ „მარშალის გეგმა“, რომელიც პარტიას გააჩნია, მიზნად ისახავს ეკონომიკის გაუმჯობესებას და სიღარიბის დაძლევას.

წაკითხვა 498 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 13 2020