ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში ბოლო მონაცემებით, საკუთარი არჩევანი ამ დროისთვის 4223 ამომრჩეველმა დააფიქსირა

ქუთაისში ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის 4223 ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, რაც საერთო ამომრჩევლის 2,73%-ია. 

59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის განცხადებით, აღნიშნული მონაცემები პირველ ტურთან შედარებით დაბალია.

პირველ ტურზე ამ დროის მონაცამებით საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის 7,2 % პროცენტი იყო მისული.

ამ დროისთვის დარღვევა არ დაფიქსირებულა და საოლქო კომისიაში საჩივარი არ შესულა.

წაკითხვა 645 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 21 2020