ამ გვერდის ამობედვა

"უარს ვამბობთ მანდატებზე, სიასაც ჩავხსნით" - გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მანდატებზე უარს ამბობს, – ამის შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება გუნდმა ერთსულოვნად მიიღო.

 

„აბსოლუტურად ერთსულოვანია გადაწყევტილება. ხვალ მივმართავთ ცესკო-ს, მანდატებზეც უარს ვიტყვით, სიასაც ჩავხსნით. აბსოლუტურად ერთსულოვანი არის ამ კუთხით მთლიანად ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება, ყოველგვარი განსხვავებების გარეშე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 
წაკითხვა 499 ჯერ