ამ გვერდის ამობედვა

"ივანიშვილი გამოძვრეს სოროდან, მოვიდეს მეხუთე რაუნდზე, დაჯდეს თვითონ და არა თავისი კურდღლები "

„პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ საახალწლოდ გატარებული რეპრესიული ღონისძიებები არის ოპოზიციის დაშინება, ეს არის ტერორი, ერთპარტიული, არალეგიტიმური ტირანიის კიდევ ერთი დადასტურება. არ შემოდიხართ პარლამენტში? -ახლა დაგსჯით და მოღალატე თქვენსავე სიაში ჩასმულ ბიზნესმენებს შემოვუშვებ, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„ეს ბიზნესმენები ვინ არიან ყველამ კარგად იცის, არც ერთი არ არის პოლიტიკური ფიგურა, არც ერთის პარლამენტში შესვლა არ გამოიწვევს პოლიტიკური სიტუაციის შეცვლას და არ მიიყვანს რეჟიმს მრავალპარტიულ პარლამენტამდე. თუ ახლა საჭირო გახდება ლექციების კითხვა, რას ნიშნავს მრავალპარტიული პარლამენტი, ბიძინა ივანიშვილი გამოძვრეს სოროდან, მოვიდეს მეხუთე რაუნდზე, დაჯდეს თვითონ და არა თავისი კურდღლები და იქ ავუხსნი, რას ნიშნავს მრავალპარტიული პარლამენტი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

წაკითხვა 515 ჯერ