ამ გვერდის ამობედვა

"ოპოზიციურ შეხვედრაზე არ დაგინახო მოსული" - ხაზარაძე ელისაშვილს

პარტია ,,ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტია ,,მოქალაქეების" ლიდერს ალეკო ელისაშვილს უთხრა, რომ ოპოზიციის შეხვედრებზე აღარ მივიდეს.

 

ელისაშვილის თქმით, ,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ,,ქართულ ოცნებას" შეხვდა. მამუკა ხაზარაძემ ელისაშვილს ამის დამტკიცება მოსთხოვა.

 

,,სანამ ქართულ პოლიტიკაში, ისევე, როგორც საქმიან ურთიერთობაში ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, ამ ქვეყანას არ ეშველება. თავისი სახელი უნდა დაერქვას ყველაფერს. სანამ ახლა შენ არ დაამტკიცებ მეორე ბრალდებას, მეორე ტყუილს, რომ ბადრი ჯაფარიძე ,,ქართულ ოცნებას" შეხვდა.

 

თქვენ ხართ მატყუარა. პირდაპირ გეუბნებით, მე არ დაგინახოთ ოპოზიციურ შეხვედრაზე მოსული. მე შენ ხელს არ ჩამოგართმევ, ეს იქნება პირველი მაგალითი ქართულ პოლიტიკაში, რომ ღირსებას და სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი", - მიმართა ხაზარაძემ ელისაშვილს ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

წაკითხვა 466 ჯერ

სიახლეები