ამ გვერდის ამობედვა

"იბრიქებოდნენ გიგი უგულავა და მამუკა ხაზარაძე, დაიცვეს მელია? უბრალო აქტივისტები შეატოვეს და დააკავებინეს" - ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.

 

დეპუტატის თქმით, მოლაპარაკებების ალტერნატივა არ არსებობს.

 

„იბრიქებოდნენ იქ გიგი უგულავა და მამუკა ხაზარაძე, დაიცვეს მელია? სპეცრაზმის მიმოფანტვას რომ გეგმავდნენ, ვინ შეატოვეს?! ისევ საწყალი ხალხი და საწყალი აქტივისტები დააჭერინეს. აი, ასეთი ლიდერები არიან ესენი, უბრალო აქტივისტები შეატოვეს და უბრალო აქტივისტები დააკავებინეს. აბა, ვინ არის ნიკა მელიას გარდა დაკავებული. ერთი მხარეც და მეორე მხარეც უნდა დაჯდეს და დაილაპარაკოს, ეს არის უალტერნატივო“, – განაცხადა ელისაშვილმა.

წაკითხვა 1152 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 23 2021

სიახლეები