ამ გვერდის ამობედვა

მინდა, ფინანსთა მინისტრს დავუანგარიშო ყველაზე დიდი კორუფციული სქემა - ვაშაძე

პარლამენტის წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საკანონმდებლო ორგანოში ბანერითა და კალკულატორით მივიდა.

ის აღნიშნული ნივთების შეტანას, სხდომათა დარბაზში აპირებდა, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს. 

 

როგორც ვაშაძემ განაცხადა, ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილისთვის, კალკულატორით კორუფციული სქემის დაანგარიშებას აპირებდა.

 

"მოვიტანე კალკულატორი და ბანერი, სადაც კონკრეტული რიცხვი წერია - მინდა დავუანგარიშო ფინანსთა მინისტრს, საქართველოში არსებული ყველაზე დიდი კორუფციული სქემა, რომელიც პირადად მის მიერ არის შექმნილი," -განაცხადა ვაშაძემ. 

წაკითხვა 688 ჯერ

სიახლეები