ამ გვერდის ამობედვა

"2-3 თვე გავიჭირვოთ, ქორწილები და ქელეხები არ გადავიხადოთ" - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას დიდი სუფრებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

"ეს პერიოდი, მაქსიმუმ 2-3 თვე, გავიჭირვოთ, ქორწილები და ქელეხები არ გადავიხადოთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბუსტერი, რომ იტყვიან, გამავრცელებელი ვირუსის, ქორწილის გადახდა შემოდგომაზე, მე მგონი, კიდევ უფრო სასურველია", - განაცხადა ღარიბაშვილმა ლაგოდეხში, მერობის კანდიდატის წარდგენისას.

წაკითხვა 297 ჯერ