სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. ამის შესახებ პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, ეს არის უფრო პოლიტიკური, ვიდრე სამართლებრივი ვეტო.
„მე დღეს ვეტო გამოვიყენე. იცით, რომ მე არ ვიყენებდი ვეტოს, რადგან მიმაჩნია, რომ როცა იცი, რომ დაძლეული იქნება, ინსტიტუტისთვის ცოტა არ იყოს, არ ვარგა ვეტოს დადება და შემდეგ დაძლევა. მაგრამ დღეს ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს, მოსმენების გაფართოებას და ამდენად, ადამიანის უფლებების შეზღუდვას. ვიყენებ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ მე არ ვეთანხმები და ასე მიიღეთ. ვიცი, რომ იქნება დაძლეული და ეს არ შეცვლის შინაარსობრივად, მაგრამ ეს იქნება. და ყოველივე კანონს, რომელიც ამ ექვს თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, დავადებ ვეტოს. ავხსნი, რატომ ვადებ ვეტოს. ეს არის უფრო პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი, რადგან არ შეიძლება, ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ისეთი კანონი, რომელიც კიდევ უფრო ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ მივცეთ მეტი გარანტიები, ვიყოთ უფრო დემოკრატიული, უფრო ევროპელები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- პირველი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
- "უხერხულობა რომ არ შექმნილიყო პოლიციელებთანაც, გადავწყვიტეთ, პრეზიდენტი პოლიციის დღეზე არ დაგვეპატიჟებინა" - ვახტანგ გომელაური
- "ივანიშვილს სძულს ქართველი ხალხი და განსაკუთრებით სძულს ის ახალგაზრდები, ვინც არ ეგუება, არ ემორჩილება და აპროტესტებს საქართველოს ევროპული გზიდან დაშორებას"
- "ФСБ თბილისის აეროპორტს აკონტროლებს და საქართველოში უკრაინის მოქალაქეებს არ უშვებს" - მიხეილ სააკაშვილი
- "პოლიციელი გმირია, მეხანძრე-მაშველი გმირია, ჩვენი მოვალეობაა, განსაკუთრებული პატივი ვცეთ თითოეული მათგანის შრომასა და გმირობას"