"გუშინ სისტემამ მთელი მსოფლიოს დასანახად ბოლომდე გაიფარჩაკა თავი"
გუშინ სისტემამ მთელი მსოფლიოს დასანახად ბოლომდე გაიფარჩაკა თავი, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში.
მიხეილ სააკაშვილის წერილი ჟურნალისტებს სააკაშვილის ადვოკატმა გააცნო, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტი „ვივამედის“ კლინიკაში მოინახულა.
„მე მინდა, მივმართო ყველას, ვინც თავს ღირსების მქონე ადამიანად მიიჩნევს, თქვენი ადამიანობის იმედი მაქვს. მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში, რუსეთის ჩათვლით, გინახავთ ასეთი სიველურე და უმსგავსობა? ყველაზე მეტად მეცოდება მედპერსონალი, რომელიც ყაჩაღთა ბანდას აყვანილი ყავს მძევლად და ყველანაირად ატერორებს. მე რაც არ უნდა მომივიდეს, ექიმებს ამაში ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვით და ნურავინ შეეცდება მათ ხელი შეაწმინდონ.
რაც შემეხება მე, შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი დაანონსებული მკვლელობის გეგმა, მაგრამ გატეხვით ვერ გამტეხავთ“, – წერს სააკაშვილი.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი