ამ გვერდის ამობედვა

"მერაბიშვილის გამოჩენა მმართველი პარტიისთვის ძალიან დიდი საჩუქარია"- კახა კალაძე

ისეთი ადამიანები, როგორიც მერაბიშვილი და ხაბეიშვილია, რა თქმა უნდა, მმართველი პარტიისთვის კარგია - ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობას“ მეტეორი მოხვდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც კახა კალაძე განმარტავს, მერაბიშვილის გამოჩენა მმართველი პარტიისთვის საჩუქარია.

 

„მერაბიშვილის გამოჩენას მხოლოდ მივესალმები. ეს მმართველი პარტიისთვის ძალიან დიდი საჩუქარია. ისეთი ადამიანები, როგორიც მერაბიშვილი და ხაბეიშვილია, რა თქმა უნდა, მხოლოდ კარგია ჩვენთვის. თუ {მმართველი პარტია} ინატრებდა ოპოზიციაში ასეთი ადამიანების ყოფნას, ეს შესრულებულია და ასრულებული.

 

ხაბეიშვილის თავმჯდომარეობა მმართველი პარტიისთვის საჩუქარია. ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით მეტეორი მოხვდა „ნაციონალურ მოძრაობას",- აღნიშნავს კალაძე.

წაკითხვა 248 ჯერ