ამ გვერდის ამობედვა

"ნაცმოძრაობა“ იქცა ტვირთად, რომელიც ახლა ყველას ამძიმებს და მისგან არანაირი ხეირი არ არის"

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ დასაშლელად ბოიკოტი იდეალურია და აქედან გამომდინარე, ერთადერთი შემთხვევაა, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ გადაწყვეტილებას უწონებს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტიდან გასვლისა და შემოსვლის მიზეზებად ისეთი რაღაცები დაუსახელებია, რომ ჩვენ ამაზე საუბრით დავიღალეთ. ბოლო ათი მიზეზი სერიოზულად არ ჩაგვითვლია, როცა ბოიკოტი გამოაცხადეს. ეს ერთადერთი ბოიკოტია, რომელსაც „ნაცმოძრაობას“ მოვუწონებდი, იქიდან გამომდინარე, რომ „ნაცმოძრაობის“ დასაშლელად ბოიკოტი იდეალურია. როცა დეპუტატები ბოიკოტიდან გამოვლენ, ეს იქნება „ნაცმოძრაობის“ ნამდვილი გამარჯვება. „ნაცმოძრაობა“ იქცა ტვირთად, რომელიც ახლა ყველას ამძიმებს და მისგან არანაირი ხეირი არ არის. ბოიკოტის დროს გათავისუფლება ყველაზე კარგია, რაც შეიძლება გააკეთონ და პარლამენტში დაბრუნდნენ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

წაკითხვა 216 ჯერ

სიახლეები