"ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებში უნდა ვამყოფოთ ზომიერი წნეხის ქვეშ"
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ 9 აპრილს აჩვენოს ერთიანობა, კვლავ გამოვხატოთ ჩვენი ხალხის ნება საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან მიმართებაში,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 30 წლისთავზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია გადასაწყვეტი – საქართველო შეაღებს თუ არა ევროკავშირის კარს, რომელიც ღიაა და მთავრობის ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ 9 აპრილს აჩვენოს ერთიანობა. კვლავ გამოვხატოთ ჩვენი ხალხის ნება საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან მიმართებაში. „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება უნდა ვამყოფოთ კონსტიტუციის ფარგლებში ზომიერი წნეხის ქვეშ, რათა მათ იცოდნენ, რომ საზოგადოების ურყევი ნებაა ევროკავშირი და ევროპული პერსპექტივა, ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას, რათა ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. სხვა შემთხვევაში, მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გარდაუვალი იქნება.
კონსულტაციები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან განცხადების გაკეთებამდეც მოხდა და ამ დღეების განმავლობაში ეს კონსულტაციები ტარება და ჩატარდება. ასევე, არასამთავრობო სექტორთან გვაქვს კონსულტაციები, რომ ეს იყოს არა პარტიული აქცია, არამედ საერთო სახალხო შეკრება, რათა საქართველოს მოსახლეობამ, ისევე როგორც 7-8 მარტის მოვლენების დროს, დააფიქსიროს საზოგადოების მტკიცე ნება ევროპულ პერსპექტივასთან მიმართებაში და ხელისუფლებისთვის ეს იყოს კიდევ ერთი გაფრთხილება, რომ ანტიდასავლური კამპანია და ევროპული ღირებულებებით მანიპულირება შეწყვიტონ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
სიახლეები
- „რუსეთს იმედი აქვს, რომ „თეთრ სახლში თავის კაცს დასვამს“ და ამით ნატოს ძლიერებას დაასუსტებს“ – უცხოური პრესა
- "ცვლილებები ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, ვერ დაიგეგმება გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ მესამე მოსმენით მიიღება კანონი"- პრემიერი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისისთვის
- "სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ტყუილად არ დაუკავებიათ არავინ, ეს ადამიანები ახორციელებდნენ ძალადობას"
- "გდდ-ს ყველა თანამშრომელი ეჭვმიტანილია არაადამიანურ მოპყრობაში, წამებასა და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში"