"რუსებმა ბუჩაში 1 400-ზე მეტი უკრაინელი მოკლეს, ჩვენ მათ არასოდეს ვაპატიებთ"
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის 1 400-ზე მეტი მოქალაქე მოკლეს.
მისივე თქმით, მოკლულთა შორის 37 ბავშვი იყო.
„ბუჩა. ოკუპაციის 33 დღე. 1 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, აქედან 37 ბავშვი. 175-ზე მეტი ადამიანი იპოვეს მასობრივ საფლავებში და წამების კამერებში. ბუჩა ოკუპანტი ქვეყნის არმიის სისასტიკის სიმბოლოა. ჩვენ მათ არასოდეს ვაპატიებთ, ჩვენ ყველა დამნაშავეს დავსჯით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- "ვენეციის კომისიის დასკვნა, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, რბილად ვიტყვი, იყო შემაშფოთებელი, დიდი ხანია, არ გვაქვს ნდობა მათი პროფესიონალიზმის მიმართ"
- "არაერთგზის შევთავაზე ჩვენი კანონის ოპონენტებს, მოსულიყვნენ და ერთად მიგვეღო მონაწილეობა საჯარო დისკუსიაში, თუმცა არ ისურვეს"
- "საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, შეაბრუნონ ტრენდი და მყარად დაბრუნდნენ ევროკავშირისკენ გზაზე"
- "ვისაც ჰგონია, რომ სამსახურიდან სახლში სულ სპეცრაზმით ივლის, ძალიან ცდება, ასე მოუწევთ გაძურწვა, როგორც დღეს გაიძურწნენ მოღალატეები!"
- "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა" - შალვა პაპუაშვილი