"ზოგიერთმა საკუთარ თავში ჩაიხედოს, რომელ ევროპაში მიგყავთ ქვეყანა პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლით"
საქართველო ნამდვილად გახდება ევროკავშირის წევრი და ჩვენ ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ღირსეული წევრი გახდეს ევროპული დიდი ოჯახის, მაგრამ გვახსოვს, როგორ დალეწეთ მშვიდობიანი მანიფესტანტები რუსთაველის გამზირზე და მერე ქართველი ხალხის სისხლით მორწყულ გამზირზე როგორ ამაყად დადიოდით, გვახსოვს, გვამები ჯიხურის თავზე რომ შემოალაგეთ. ამ ისტორიით ამაყობთ? – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერესებს იცავს და ევროკავშირის წევრი მოქმედი ხელისუფლების ღირსეული ძალისხმევით გახდება.
„ქალბატონი პრეზიდენტი რომ გამოვიდა და იკითხა, ვინ სად ხართო, ჩვენ კი ვიცით, სადაც ვართ, ჩვენ ვართ ჩვენს ქვეყანასთან. ჩვენ სიამაყით და ღირსებით შევალთ იმ დიდ ოჯახში, რისთვისაც ყველაფერი გავაკეთეთ და ყველაფერს ვაკეთებთ. მაგრამ ზოგიერთმა საკუთარ თავში ჩაიხედოს, რომელ ევროპაში მიგყავთ ქვეყანა ქუჩაში მანქანების დაწვით და პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლით, ცეცხლის მოკიდებით?“ – მიმართა ალუდა ღუდუშაურმა საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი