"რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება მესამე ქვეყნის გამოყენებით აღარ მოუწევთ" - მარიამ ქვრივიშვილი
„ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა მთლიანად დაფუძნებულია დივერსიფიკაციის პოლიტიკაზე და ეკონომიკის ყველა დარგში, ჩვენ, როგორც სახელმწიფო მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკამ მდგრადად განაგრძოს განვითარება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხის კომენტირებისას.
მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ რუსეთი ის ერთ-ერთი მიმართულებაა, სადაც საქართველოს კერძო სექტორი აქტიურად ახდენს ბიზნესოპერირებას და სამეწარმეო საქმიანობას. აქედან გამომდინარე, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, პირდაპირი ავიარეისები მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება საქართველოს მოქალაქეების სამშობლოსთან კავშირისთვის და შესაბამისად, მათი ოჯახების წევრებისთვის.
„ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია მოსახლეობაზე ზრუნვა - საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს, მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც დღეს ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში, ძალიან რთულად, მესამე ქვეყნების გავლის გზით უწევდათ სამშობლოში დაბრუნება, რაც საკმაოდ ნეგატიურად აისახებოდა მათ სამოგზაურო ხარჯებზე. საკმაოდ რთული გზაა ასევე სახმელეთო საზღვრის გამოყენებაც. ამდენად, მისასალმებელია, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ეს ნაწილი, ამ გადაწყვეტილებით სამშობლოში მეტი ინტენსივობით, უფრო კომფორტულად და მისაღები ფასებით შეძლებს დაბრუნებას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი