ამ გვერდის ამობედვა

"მადლობას ვუცხადებ ჩვენს პოლიციელებს ქვეყნის სამსახურისა და თავდადებისთვის" - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიციას პროფესიულ დღეს ულოცავს.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

 

„დღეს ბრიუსელიდან, ევროპარლამენტიდან ვულოცავ ქართულ პოლიციას პროფესიულ დღეს! უმნიშვნელოვანესია პოლიციის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის როლი ევროპულ ქვეყანაში. ქვეყნის დემოკრატიულობა და მაშასადამე, ევროპულობა სწორედ ადამიანის უფლებებისა და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვით ფასდება. მადლობას ვუცხადებ ჩვენს პოლიციელებს ქვეყნის სამსახურისა და თავდადებისთვის!”- წერს პრეზიდენტი

წაკითხვა 206 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 31 2023

სიახლეები