"ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა" - გიორგი გახარია
„ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა, - ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ზურაბ-გირჩი ჯაფარიძესა და ბორჯომში, „თავისუფლების ინსტიტუტის“ ბანაკში მყოფებზე თავდასხმას.
როგორც გახარია აცხადეს, ახალგაზრდებთან ომში ნებისმიერი ხელისუფლება მარცხისთვისაა განწირული.
„ხელისუფლებამ არჩევანი გააკეთა წარსულსა და მომავალს შორის. „ოცნებამ“, ისევე როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მმართველობის ბოლო წლებში, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ძალადობის წახალისება დაიწყო. ახლა უკვე „ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა. ძალადობა არასდროს ყოფილა ჩვენი კულტურის და ეროვნული ღირებულებების ნაწილი. ახალგაზრდებთან ომში ნებისმიერი ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის! ჩემი სრული მხარდაჭერა ახალგაზრდებს!“ - წერს გახარია სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- "ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების აქციაზე ყოფნა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის, არამედ ევროკავშირის იმიჯზეც"
- ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიხსნა იმერეთის სასკოლო სპორტული ლიგა მინი ფეხბურთში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მაისისთვის
- "გვსურს, მშვიდობიანი შეკრებით წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციების, ღირებულებების დაცვა უმნიშვნელოვანესია და ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას"
- "ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის“ ხსენებით იწყებენ"