ამ გვერდის ამობედვა

"დღეს მთელი უბედურება ის არის, რომ „ოცნებაშიც“ და „ოცნების“ გარეთაც ძველი „ნაციონალები“ არიან ჩაბუდებული"

დღეს მთელი უბედურება ის არის, რომ „ოცნებაშიც“ და „ოცნების“ გარეთაც ძველი „ნაციონალები“ არიან ჩაბუდებული, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

„ერთი გუნდი ხელისუფლებაა, მეორე ოპოზიცია. ჯერ სააკაშვილის მონები იყვნენ, ახლა ივანიშვილის მონები არიან, ზოგმა საერთოდ შევარდნაძის მონობაც მოასწრო და ამ მონობაში ერთად მართავენ, ერთად ძარცვავენ ამ ქვეყანას და აბითურებენ ხალხს. ხოლო ის კომბინაციები, რომ მათ გარდა, სხვა არავინ განიხილებოდეს ოპოზიციად, ეს სწორედ „ქართული ოცნების“ ნარატივია და ძალიან გონებადახშული ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, რომ მარტო „ნაცმოძრაობა“ და მასთან ასოცირებული პარტიებია ოპოზიცია, რაც, რა თქმა უნდა, ისევ მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აძლევს მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნის გარანტიებს.

 

რა ქნას ამ დროს ამომრჩევლის იმ 60%-მა, რომელსაც არც „ნაცი“ უნდა, არც სხვა არსებული ოპოზიციური ძალა და არც „ქოცი“?! საერთოდ არ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა? ან იქნებ სულაც გადაშენდნენ?!

 

იმ 60%–ის სასურველი პოლიტიკური ძალა რომ არ იყოს, სწორედ ამას ცდილობენ და წვალობენ ყველანაირად, რომ ეს გადაკეტონ, პოლიტიკურ ასპარეზზე არ გააჭაჭანონ ისეთი პოლიტიკური ძალა, რომლის მიმართაც იმ 60%–ს სიმპათია მაინც გაუჩნდება. ეს არის დანაშაული! მაგრამ ის რეალობაა, რომელშიც იმყოფება ქართული პოლიტიკა და აქედან გამოსავალი უნდა ვნახოთ ერთად“,- აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ, რომლის კომენტარსაც პარტია „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

წაკითხვა 301 ჯერ

სიახლეები