ამ გვერდის ამობედვა

„გვარამიას შეწყალებით ორპოლუსიანობა გამძაფრდება“ - ანა დოლიძე

„პრეზიდენტმა სტატუსის მისაღებად თავისი აგური დადო, მაგრამ აუცილებლად იმით, რასაც ხვალ ამას მოჰყვება გამძაფრდება ორპოლუსიანობა“, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ „ტვ პირველის ეთერში“ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი გვარამიას შეწყალებას თავის სასიკეთოდ გამოიყენებს და არჩევნების წინ ორპოლუსიანობას შექმნის.

 

„ოცნება“ ამას [ნიკა გვარამიას შეწყალებას] გამოიყენებს იმისთვის, რომ ამოიღოს მიზანში ისევ გვარამია, მთავარი არხი, „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩვენ, რამაც ძალიან დააზიანა წინა არჩევნები და ამომრჩევლები. ორი პოლუსი აუცილებლად იქნება გამოყენებული. ჩვენი მოსახლეობის 50%-ს არცერთი პოლუსი არ უნდა, მათ უნდათ სიახლე, ნუ აჰყვებით იმ თამაშს, რაც ამ ყველაფერს მოჰყვება“, - განაცხადა დოლიძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა.

წაკითხვა 330 ჯერ

სიახლეები