ამ გვერდის ამობედვა

„ზურაბიშვილს ენის მოჩლექის გარეშე ვუხდი მადლობას მე, როგორც მოქალაქე ამ ქვეყნის“ - ნიკა მელია

 
„მქონდა ამის მოლოდინი. მისასალმებელია ნამდვილად და არ მერიდება ვთქვა მადლობა იქ, სადაც სათქმელია. ქალბატონი სალომესთვის ეს ნაბიჯის გადადგმა მარტივი არ იქნებოდა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლების შესახებ განაცხადა.

„ენის მოჩლექის გარეშე ვუხდი მადლობას [სალომე ზურაბიშვილს] მე, როგორც მოქალაქე ამ ქვეყნის. ძალიან მალე ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება ჩაჰბარდეს წარსულს, რათა აქ სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან] დგომა არ დაგვჭირდეს. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს რაც შეიძლება სწრაფად, პოლიტიკასა და სიტყვებს უნდა დაუბრუნდეს მნიშვნელობა. სანამ ეს რეალობაა ქვეყანაში, ერთი პოლიტიკური პატიმარი ჩაენაცვლება მეორეს და ასე გაგრძელდება უსასრულოდ, ამიტომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ვუსურვებ ყველას, რომ ბევრი სხვა პოლიტპატიმარი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილიც გათავისუფლდეს“, - განაცხადა მელიამ.

 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა.

 

გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

წაკითხვა 582 ჯერ

სიახლეები