პრეზიდენტმა ,,საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ,,საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცედურა.
მოქმედი რედაქციით, დამოუკიდებელი და ზეპარტიული თანამდებობის პირი, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს კონკურსს და ქმნის კანდიდატთა შესარჩევ კომისიას. შერჩეულ კანდიდატებს პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს.
ცვლილებების მიხედვით კი, კომისიის შექმნა, კანდიდატთა შერჩევა და წარდგენა მოხდება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, არჩევა კი, პარლამენტის უბრალო უმრავლესობით, რაც ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს.
100 ხმის ნაცვლად, თავმჯდომარისა და წევრების 76 ხმით არჩევა აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს.
ვეტო სწორედ ამ კონსენსუსის შენარჩუნების მიზანს ემსახურება.
პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არჩეული იქნენ არანაკლებ 90 ხმით, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა.
ეს აუცილებელია არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის შესანარჩუნებლად და გასამყარებლად.
სიახლეები
- "ქვეყნის გადარჩენისთვის ერთადერთი გამოსავალი არის ხალხმრავალი, შეუჩერებელი, მყარი და მშვიდობიანი დემონსტრაციები"
- "ევროპაში, ამერიკაში აღვირახსნილი კამპანიაა, საბავშვო ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან, თუ შენი სქესი არ მოგწონს, შეგიძლია გადაიკეთოო - ეს არის ანტიადამიანური, დემონური ინიციატივები და ამას სჭირდება ჩაკეტვა"
- "კანონი არ არის ბიძინა ივანიშვილი, კანონი არ არის ირაკლი კობახიძე, კანონი არის კანონი, რომელმაც უნდა დაიცვას ქართველი ხალხი"
- "საჭიროა აშშ-სთან მუშაობა, დიალოგი და საუბარი" - ირაკლი ღარიბაშვილი კონგრესმენების წერილზე
- "ჩვენი უმთავრესი საგარეო პრიორიტეტი ევროკავშირის წევრობაა და ამისთვის ყველაფერი კეთდება" - პრემიერი