"ასე ძალიან თუ უნდოდათ სააკაშვილი, საქართველოში რას შემოაპარეს" - გურამ მაჭარაშვილი
ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს არა მხოლოდ პირდაპირ აზიანებს, არამედ პირდაპირი მტკიცებულებაა იმის, რა მიზნითაც შემოაპარეს სააკაშვილი საქართველოში, იმ მიზნით უნდათ, ციხიდან გაუშვან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„სააკაშვილმა თავად აღიარა და თქვა, რომ უკრაინიდან თავისი ნებით არ შემოიპარა და მოატყუეს. შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ თქვა, რომ იცოდა, თუ როგორ აპირებდა სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას. თუ ასე ძალიან უნდოდათ სააკაშვილი, საქართველოში რას შემოაპარეს, უკრაინაში ხომ ჰყავდათ და იქ გამოეყენებინათ მისი რესურსი. სამწუხაროდ, დღესაც იმას აღიარებენ, რომ თურმე საქართველოში ხელისუფლება შესაცვლელია და ამიტომაც უნდათ სააკაშვილის გამოშვება ციხიდან. ბუნებრივია, ამას ჩვენ არ დავუშვებთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
სიახლეები
- "უკრაინისთვის საკვანძო სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ დასავლეთის გადაწყვეტილებები ძალიან ნელია" - ზელენსკი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 მაისისთვის
- "პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ 1 402 000 შეადგინა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია" - ლევან დავითაშვილი
- ირანის პრეზიდენტის ცხედარს თავრიზიდან მეშჰედში გადაასვენებენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში