ამ გვერდის ამობედვა

"ქართული ოცნების'' ომს საკუთარ ხალხთან მორიგი მსხვერპლი ჰყავს" - ანა დოლიძე

პარტია ,,ხალხისთვის'' ლიდერი, ანა დოლიძე გლდანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება, რომლის შედეგად 25 წლის ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა.

როგორც ის აღნიშნავს, ,,ქართული ოცნების'' ომს საკუთარ ხალხთან მსხვერპლი ჰყავს.

 

''გლდანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე: გრძელდება ,,ქართული ოცნების'' ომი საკუთარ ხალხთან. ,,ქართული ოცნების'' ომს, მის მიერ მიგდებულ ქვეყანას მორიგი მსხვერპლი ჰყავს. ეს არის ახალგაზრდა ქალი, ჩვენი თანამოქალაქე. ,,ქართული ოცნების'' ომს საკუთარ ხალხთან მსხვერპლი ჰყავს აქ, თბილისში და რეგიონებში, ყოველდღე. ეს სახე, 25 წლის ფეხმძიმე ქალი, არის ,,ქართული ოცნების'' საკუთარ მოსახლეობასთან ომის სახე. რამდენი ხანია ვითხოვთ საგზაო რეფორმას, რომელიც თავიდან აგვაცილებდა ასეთ მსხვერპლს, თუმცა ოცნებას ურჩევნია ისაუბროს ომზე უკრაინაში. მაშინ, როდესაც ომს აწარმოებს აქ, საქართველოში საკუთარ მოსახლეობასთან", - აცხადებს ანა დოლიძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

ცნობისთვის, თბილისში, გლდანში მომხდარი ავტოავარის ფაქტზე, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი. გლდანში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ორსულს დაეჯახა, რის შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მის გარდა სამი ქალი დაშავდა.

 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტარნსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

წაკითხვა 255 ჯერ