"არ გამოვრიცხავთ, „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულმა წევრებმა მხარი დაუჭირონ პრეზიდენტის იმპიჩმენტს და „ქართულ ოცნებასთან“ ალიანსით ზურაბიშვილი თანამდებობიდან გადააყენონ"- ანა ბუჩუკური
არ გამოვრიცხავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულმა წევრებმა მხარი დაუჭირონ პრეზიდენტის იმპიჩმენტს და „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთი ალიანსის დადასტურებით, ზურაბიშვილი ერთობლივად გადააყენონ თანამდებობიდან, - ამის შესახებ პარლამენტში, ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამას მიუთითებს ის პრეცედენტიც, რომ რამდენიმე თვის წინ, ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ რამდენიმე წევრმა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მიიღეს გადაწყვეტილება.
„ნამდვილად არ გამოვრიცხავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოჩნდნენ დეპუტატები (სულ 10-12 დეპუტატია ამისთვის საჭირო), რომლებიც მხარს დაუჭერენ ამ მავნებლურ გადაწყვეტილებას და კიდევ ერთხელ დადასტურდეს მათი ალიანსი და ერთობლივად გადააყენონ სალომე ზურაბიშვილი თანამდებობიდან. ყველას გვახსოვს მსგავსი პრეცედენტები, რამდენიმე თვის წინ „ქართულმა ოცნებამ“ მურუსიძის კლანი გააძლიერა სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრების დახმარებით“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
ამასთან, ანა ბუჩუკურის თქმით, მის თანაგუნდელ ნათია მეზვრიშვილთან ერთად შეხვდა პრეზიდენტს.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრის ინიციატორი თავად პრეზიდენტი იყო, თუმცა, ამ შეხვედრაზე იმპიჩმენტზე არ უსაუბრიათ.
ბუჩუკურის განცხადებით, საუბარი შეეხებოდა ქვეყნის ევროინტეგრაციას და მსჯელობას, თუ როგორ შეიძლება ხელი შეუწყონ ამ პროცესს.
სიახლეები
- ფუნთუშა
- "როგორ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის უფლებებს მარტივი მოთხოვნა, რომ გარე დაფინანსების შემთხვევაში წელიწადში ერთხელ დეკლარაცია ჩააბარო?! - კანონის წინააღმდეგ არგუმენტები დღემდე წარმოდგენილი არ არის" -არჩილ თალაკვაძე
- " ხელისუფლებამ ახალი ძალებით დაიწყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა - გუშინ ჩვენი გუნდის დეპუტატებთან, მათ შორის ჩემთან განხორციელდა ძალადობის მუქარა, თუმცა ეს ვერ შეგვაჩერებს! "- ანა ბუჩუკური
- "საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი რეისები ორ ქვეყანას შორის ახალი ტურისტული ნაკადების გენერირებას ხელს შეუწყობს" - ირაკლი ქარქაშაძე
- " მივესალმები ახალგაზრდების გადაწყვეტილებას, არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ - თქვენ გაგვიძეხით წინ და ჩვენ გამოგყვებით!" - მიხეილ სააკაშვილი