ამ გვერდის ამობედვა

გენერალმა ზალუჟნიმ დაადასტურა რუსული მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო ძალების სამხედროებმა გაანადგურეს რუსეთის არმიის თვითმფრინავი А-50.

გენერალ ზალუჟნის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე დღეს, 15 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით განადგურებულია მოწინააღმდეგის Ил-22-ის მართვის საჰაერო პუნქტიც. უკრაინის არმიის მთავარსარდალი საჰაერო ძალებს მადლობას უხდის აზოვის ზღვის რაიონში შესანიშნავად დაგეგმილი და ჩატარებული ოპერაციისთვის. 

 

А-50 ტიპის თვითმფრინავებს რუსეთი იყენებს შორ მანძილზე მდებარე სამიზნეებზე მეთვალყურეობისა და ავიაგამანადგურებლებისთვის შესაბამისი მონაცემების გადაცემისთვის.

წაკითხვა 108 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 15 2024

სიახლეები