"მივმართავ ოპოზიციას, დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში უიმედობისა და ნიჰილიზმის გამღვივებელია"
ოპოზიციას მივმართავ, თქვენც გაკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა, დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში უიმედობისა და ნიჰილიზმის გამღვივებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, ოპოზიციამ უნდა შეძლოს ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერება.
„ჩემი საქმე არაა, გიბიძგოთ, ან გითხრათ, გაერთიანდეთ თუ დაიშალოთ, მაგრამ გეუბნებით, რომ უნდა შეძლოთ ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერება. საზოგადოებას უნდა აჩვენოთ, რომ ამ ევროპული მიზნის ირგვლივ მაინც შეგიძლიათ ერთად საუბარი, მუშაობა და შედეგის მიღწევა. ოპოზიციის მთავარი მოვალეობაა, მოახდინოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი საზოგადოების მობილიზაცია და ჩართულობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- "გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი უკვე რვაჯერ მოგვანიჭა"
- "ვაფრთხილებ რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითოეულ წევრს, ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს"
- "ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის, მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად"
- "გუშინდელი აქცია იყო უფრო ხალხმრავალი, ვიდრე „მაიდნებზე“ უკრაინაში, „ეროვნული მოძრაობის“ გარიჟრაჟზე 9 აპრილს და „ვარდების რევოლუციის“ დროსაც კი"
- "ამოცანა გვეკითხება: რამდენი ადამიანი ეტევა 9 ათას კვადრატულზე? - აბა, მარტივი IQ ტესტი" - ნინო წილოსანი