"სასწრაფოდ გამოაქვეყნეთ ყველა განკარგულება, გახარიას პერიოდის იქნება თუ ღარიბაშვილის, რომელსაც წინა პრემიერ-მინისტრი კონსტიტუციის დარღვევით მალავდა!"
სასწრაფოდ გამოაქვეყნეთ ყველა განკარგულება, რომელიც პორტალზე ატვირთული არ არის - გახარიას პერიოდის იქნება თუ ღარიბაშვილის და სასწრაფოდ მოგვაწოდეთ ყველა ის აქტი, რომელიც მოთხოვნილია სადეპუტატო კითხვით და თქვენი წინამორბედი კონსტიტუციის დარღვევით მალავდა! - ამის შესახებ განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა მედიასთან, პარლამენტში გააკეთა.
ბუჩუკური აცხადებს, რომ გახარიას პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განკარგულებები 26 გვერდზეა ატვირთული, ხოლო ნაწილი ვებ-გვერდის რეკონსტრუქციის გამო არ გამოქვეყნდა.
მისივე თქმით, ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობისას, მაშინ, როცა არც ერთი განკარგულება არ გამოქვეყნებულა, სადეპუტატო კითხვების მეშვეობით ითხოვდნენ მათ გადმოცემას, თუმცა არ მიაწოდეს.
„ახლად გადასმული კობახიძე ცდილობს კორუფციასთან მებრძოლის იმიჯი მოიპოვოს რამენაირად და ვნახეთ მისი არაერთი განცხადება. ღიმილისმომგვრელი იყო მათ შორის „ოცნების“ იმ წარმომადგენელთა განცხადებები კორუფციასთან ბრძოლაზე, რომლებიც წარმოადგენენ კალაძე-კობახიძის დაჯგუფებას. ვნახეთ განცხადებებიც, რომ მთავრობის განკარგულებების სამთავრობო პორტალზე გამოქვეყნების შეჩერებას უკავშირებენ გიორგი გახარიას. შესაბამისად, მივმართავთ საჯაროდ და წერილობითაც გავუგზავნით ამ მოთხოვნას კობახიძეს - სასწრაფოდ გამოაქვეყნეთ ყველა ის განკარგულება მთავრობის, რომელიც პორტალზე ატვირთული არ არის. სასწრაფოდ გაგვეცით პასუხი კონსტიტუციის დარღვევით ღარიბაშვილის დაიგნორებულ სადეპუტატო კითხვებზე, რომლითაც ჩვენი გუნდი სხვადასხვა ეტაპზე, ბოლო 3 წლის განმავლობაში ითხოვდა მთავრობის დამალული განკარგულებების გადმოცემას. სასწრაფოდ გამოაქვეყნეთ ყველა ეს განკარგულება გახარიას პერიოდის იქნება თუ ღარიბაშვილის და სასწრაფოდ მოგვაწოდეთ ყველა ის განკარგულება, რომელიც მოთხოვნილია სადეპუტატო კითხვით და თქვენი წინამორბედი კონსტიტუციის დარღვევით მალავდა. 2020 წლის განმავლობაში, როცა გახარია იყო პრემიერ-მინისტრი 26 გვერდად არის გამოქვეყნებული განკარგულებები, ღარიბაშვილის დანიშვნის მომენტიდან დღევანდელი დღის ჩათვლით კი ნული განკარგულებაა გამოქვეყნებული,“ - აცხადებს ბუჩუკური.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი