"გულწრფელი რომ ვიყო, „ლელო“ მეცოდება" - ანა ბუჩუკური
გულწრფელი რომ ვიყო, „ლელო“ მეცოდება. წარმატებას ვუსურვებ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ საარჩევნო კამპანია „ლელოს“ კამპანიისგან აბსოლუტურად განსხვავებულია.
„კონკრეტულად, „მუსტანგის“ კამპანია მომწონს თუ არა ან რაღაც კვირების დათვლის კამპანია მომწონს თუ არა? რომ მომწონდეს, მეც ასეთი კამპანია მექნებოდა. ჩემი კამპანია ამისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. „ლელოსთან“ დებატებში ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა, კომპეტენციის თვალსაზრისით, რაღაცნაირად დაჩაგრა „ლელოს“ წარმომადგენელი. ამის გამო წყენები და შემდეგ ამ წყენებზე რადიკალური პოზიციების, რიტორიკის აგება სწორად არ მიმაჩნია.
დებატი დებატია, დებატებს თავისი წესი აქვს, ვიღაც მოიგებს, ვიღაც წააგებს. ფაქტია, 1000-ლარიანი პენსია სწორად არ ჰქონდათ გამოთვლილი. არ ვიცი, კომპეტენცია არ ჰყოფნით, თუ უბრალოდ, პოპულიზმის ნაწილია და არა რეალური დაპირების – ამის წარმოჩენა გვინდოდა დებატებისას“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
სიახლეები
- "საქართველოს მთავრობის მეთაურთან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომაა და არ უნდა იქნას მიღებული" - ოლაფ შოლცი
- "ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ 10-მდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას" - პრემიერი
- "სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი" - კახა კალაძე
- "დღეს, თბილისსა და სხვადასხვა კუთხეში ასობით ათასი მოქალაქის გამოსვლით, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა" - შალვა პაპუაშვილი
- "დიდი მნიშვნელობა არ აქვს გაიწვევენ თუ არა ამ კანონს, რადგან მთელი სურათი შემაშფოთებელია" - პრეზიდენტი