"ჟენევის დისკუსიისთვის ლამის რუსეთი შემოგვთავაზონ, ეს არის საქართველოს დამცირება" - რომან გოცირიძე
ჟენევის დისკუსიისთვის ლამის რუსეთი შემოგვთავაზონ. ეს არის საქართველოს დამცირება. ხელისუფლების პოზიცია უნდა იყოს ძალიან მკაცრი და არა რბილი, წყალწყალა განცხადება, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ მოსკოვი ჟენევის დისკუსიების სხვა ლოკაციაზე გადატანას მოითხოვს.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ფაქტობრივად, დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად, რუსეთი საქართველოს თავის მეგობარ სახელმწიფოდ აღიქვამს.
„ქართული ოცნების" ფაქტობრივად, დანაშაულებრივმა პოლიტიკამ, რომელსაც ის ბოლო ორი წლის განმავლობაში ეწევა, რუსეთს უკვე, ფაქტობრივად, ისეთი შეგრძნება მისცა, რომ საქართველო არის მისი მეგობარი სახელმწიფო და რეალურად, ერთმანეთის მიყოლებით, ერთი დღის განმავლობაში, გაკეთდა ქვეყნისათვის უკიდურესად საშიში განცხადებები - ლუკაშენკოს, ლავროვის , ბჟანიას. ეს ყველაფერი ერთად თავმოყრილი ნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოს განიხილავს უკვე მისი გავლენის სფეროდ, რომლის საბაბი და საშუალებაც ივანიშვილის ოლიგარქიულმა და არაფორმალურმა მმართველობამ მისცა. საქართველოს ხელისუფლებამ აქამდე მოიყვანა საქმე, რომ რუსეთი მეგობრად აღგვიქვამს. ეს არის პირდაპირ დანაშაული და რუსეთის საქართველოზე ზემოქმედების ახალ-ახალი მცდელობებისა და ბერკეტების მოპოვებას ნიშნავს.
საქართველოს პოზიცია უნდა იყოს ძალიან მკაცრი და არა ასეთი რბილი, წყალწყალა განცხადება. თუ სად იქნება მოლაპარაკება, ეს არაა მთავარი, სად გვთავაზობენ ესაა მთავარი - ლამის რუსეთი შემოგვთავაზონ. ეს არის დამცირება საქართველოსი და საქართველოს ხელისუფლების, ამიტომ პასუხი უნდა იყოს მაცრი და ადეკვატური ტონით,“ - განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, მოსკოვი ჟენევის დისკუსიების სხვა ლოკაციაზე გადატანას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადეს. მათი თქმით, განიხილება მინსკი და ბაქო.
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი