ამ გვერდის ამობედვა

ბეზეს კალათა ხილით

ინგრედიენტები:
 
10   ცალი კვერცხის ცილა
 
3   ჭიქა შაქარი
 
5   ჭიქა სქელი ნაღები
 
1   ჭიქა შაქრის პუდრა
 

ხილი მოსართავად

 

მომზადების წესი:

 

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 130 C-ზე. ცილა (ოთახის ტემპერატურის) და შაქარი კარგად თქვიფეთ, დაახლოებით 10 წუთით. შემდეგ თასის გვერდები კოვზით დაბლა ჩაწმინდეთ და კიდევ 5 წუთით თქვიფეთ.

 

მიღებული ნაზავი გადაიტანეთ ტორტის მოსართავ ტომარაში, რომელსაც სტანდარტული მრგვალი თავი ექნება და წრიული მოძრაობით გააკეთეთ პატარა კალათები.

 

ბეზე პერგამენტის ქაღალდზე დაასხით და ალუმინის ბრტყელი საცხობი ლანგრის დახმარებით პერგამენტი ღუმელის რკინის ცხაურზე გადაიტანეთ. აცხვეთ 7 წუთით 130 C-ზე, შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა 105 C-მდე და აცხვეთ კიდევ 1სთ და 30 წთ–ით. გამორთეთ ღუმელი და ბეზე ღუმელშივე გააცივეთ. (სანამ ბეზეები გრილდება ღუმელი არ გამოაღოთ. ღუმელის გამოღება ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას გამოიწვევს და შედეგად ბეზე გაიბზარება.)

 

კრემის მომზადება: თქვიფეთ ნაღები და შაქრის პუდრა ერთი წუთით, ან შესქელებამდე.

 

გაგრილებული ბეზეს კალათები კრემით ამოავსეთ. კალათები თქვენთვის სასურველი ხილით მორთეთ. (შეგიძლიათ გამოიყენოთ კივი, მარწყვი, ჟოლო, მოცვი, მაყვალი და სხვა.)

შეინახეთ მაცივარში დაუფარებლად. (დაფარება ბეზეებს დაარბილებს.)

 

წყარო: კულინარია.

წაკითხვა 145 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 28 2024

სიახლეები